ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი. თუ ქვეყანა ახერხებს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტად განხორციელებას, შედეგიც თვალსაჩინოა

მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი. თუ ქვეყანა ახერხებს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტად განხორციელებას, შედეგიც თვალსაჩინოა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა…

მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, თუ ქვეყანა ახერხებს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტად განხორციელებას, შედეგიც თვალსაჩინოა.

„საქართველოს და ნატოს შორის მჭიდრო პარტნიორობა მრავალი წლის განმავლობაში ვითარდება, ნატომ და მისმა წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, ამავე დროს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოც ყოველთვის აქტიურად უწყობდა ხელს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგს და ნატოს მისიებსა და ოპერაციებს. ამ თანამშრომლობის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების საკვანძო ნაწილად მივიჩნევთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს პასუხი ოკუპაციასა და კონფლიქტზე ნათელია, ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო გზას კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებად. გვჯერა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა არის საუკეთესო პასუხი კონფლიქტის მოგვარებაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებულად გაიზარდა ახალი და საიმედო სავაჭრო ეკონომიკური მარშრუტების საჭიროება.

„ამ კონტექსტში ხშირად ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, თუმცა შუა დერეფანი მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი არ არის. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ სივრცეს“, - დასძინა მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს