ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ეკა სეფაშვილი: „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით. ეს თავისთავად მოწმობს, რომ საქართველოზე ზეწოლა კვლავ აქტიურად გრძელდება

ეკა სეფაშვილი: „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით. ეს თავისთავად მოწმობს, რომ საქართველოზე ზეწოლა კვლავ აქტიურად გრძელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ დოკუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ დოკუ…

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია იმ ყალბ აღქმებზე, რომლებიც 4 წელიწადზე მეტია საქართველოს შესახებ ვრცელდება. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუციის არსებობა მოწმობს იმ ზეწოლაზე, რაც საქართველოს მისამართით დღემდე გრძელდება.

„კვლავ აქტიურად გრძელდება საქართველოზე ზეწოლა, რათა ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა მოხდეს და ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება. ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანა ჩართონ ომში, რომლის არსებობაც გარკვეული გლობალური ძალის ინტერესებში შედის“ - განაცხადა სეფაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებში შედის საქართველოზე ზეწოლა და ქვეყნის იმ ომში ჩართვა, რომლის არსებობაც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის.

„დღეს „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით და ემყარება იმ მცდარ აღქმებს, რომლებიც საქართველოს შესახებ ბოლო 4 წელიწადზე მეტია ვრცელდება. ეს თავისთავად მოწმობს, რომ კვლავ აქტიურად გრძელდება საქართველოზე ზეწოლა, რათა ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა მოხდეს და ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება. ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანა ჩართონ იმ ომში, რომლის არსებობაც გარკვეული გლობალური ძალის ინტერესებში შედის და არა ქართველი ხალხის ინტერესებში,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს