ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

დათა გვასალია გეგელიას განცხადებაზე: როცა ხელისუფლების გეგმაა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტზე ყველა უფლება შეინარჩუნოს, გამოდის ხალხი, ვინც ჩააგდო ეს პროექტი და გვთავაზობს, პორტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია, ანუ "უცხო ძალების კონსორციუმის" ქვეშ

დათა გვასალია გეგელიას განცხადებაზე: როცა ხელისუფლების გეგმაა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტზე ყველა უფლება შეინარჩუნოს, გამოდის ხალხი, ვინც ჩააგდო ეს პროექტი და გვთავაზობს, პორტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია, ანუ "უცხო ძალების კონსორციუმის" ქვეშ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჟურნალისტი დათა გვასალია, "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის ხალხი, ვინც ანაკლიის პროექტი ჩააგდო და არბიტრაჟიც წააგო, გამოდის და ითხოვს,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჟურნალისტი დათა გვასალია, "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის ხალხი, ვინც ანაკლიის პროექტი ჩააგდო და არბიტრაჟიც წააგო, გამოდის და ითხოვს,…

ჟურნალისტი დათა გვასალია, "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის ხალხი, ვინც ანაკლიის პროექტი ჩააგდო და არბიტრაჟიც წააგო, გამოდის და ითხოვს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ეს პროექტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია - “უცხო ძალების კონსორციუმის” ქვეშ.

გვასალიას თქმით, "ლელოს" წარმომადგენლებმა, საკუთარი პარტია ვისაც უნდათ იმათ ამართინონ, მაგრამ ქვეყანას უნდა შეეშვან, ვინაიდან, "ტოპტვინებს" ჯერ არჩევნების ე.წ. გაყალბების სქემაც არ გამოუაშკარავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ორი წელი გავიდა.

"მაშინ, როცა ხელისუფლების გეგმაა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, ყველა ფუნდამენტური უფლება შეინარჩუნოს, იმ ხალხის პარტია, ვინც ჩააგდო ეს პროექტი, არბიტრაჟი წააგო (აქეთ სთხოვდა ქვეყანას, ანუ ბიუჯეტს, ანუ ხალხს თავიანთა გაფუჭებულის ანაზღაურებას), გამოდის ეს ხალხი და გვთავაზობს რომ ანაკლიის პორტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია, ანუ “უცხო ძალების კონსორციუმის” ქვეშ. ის, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რისი მართვაც შეუძლია სახელმწიფოს, მართავს სახელმწიფო და ამ გარიგებით ძირითადი მოთამაშეები კმაყოფილები არიან, რაც შეეხება ლელოს, საკუთარი პარტია ვისაც უნდათ იმათ ამართინონ, მაგრამ ქვეყანას შეეშვან, არაა მაგათი ძლიერი მხარე, ტოპტვინებს ჯერ არჩევნების ე.წ. გაყალბების სქემის გამოაშკარავება სჭირდებათ, გავიდა 2 წელი და დროა," - წერს დათა გვასალია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გრიგოლ გეგელიამ გაახმოვანა "ლელოს" წინადადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა საერთაშორისო ოპერატორს გადაეცეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს