ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

არჩილ გორდულაძე – კოლექტიური რასები და ჯო უილსონები რეზოლუციებით თავს უფლებას აძლევენ, თქვან, რომ უკეთ იციან, რა არის საქართველოს მომავლისთვის უკეთესი

არჩილ გორდულაძე – კოლექტიური რასები და ჯო უილსონები რეზოლუციებით თავს უფლებას აძლევენ, თქვან, რომ უკეთ იციან, რა არის საქართველოს მომავლისთვის უკეთესი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კოლექტიური რასებისა და ჯო უილსონების მიერ მომზადებულ რეზოლუციებს ერთი ცენტის ფასიც არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კოლექტიური რასებისა და ჯო უილსონების მიერ მომზადებულ რეზოლუციებს ერთი ცენტის ფასიც არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხად…

კოლექტიური რასებისა და ჯო უილსონების მიერ მომზადებულ რეზოლუციებს ერთი ცენტის ფასიც არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცდილობენ, რომ პირები, რომლებიც ქვეყნის გადატრიალებაში არიან მხილებულნი და ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდნენ, პოლიტპატიმრად წარმოაჩინონ.

„ამ ხალხს ოჯახური ღირებულებებისა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმება უნდათ, რათა ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდის დაშვება მოხდეს, რაც გამორიცხულია. ჯო უილსონის ქვეყანაში გამჭვირვალობის თაობაზე გაცილებით უფრო მკაცრი კანონი „ფარა“ მოქმედებს, რომელიც ქართულ კანონმდებლობაშია თარგმნილი. ეს ადამიანები ცდილობენ, რეზოლუციებით თავს დაესხან საქართველოს, ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ არჩევანს. თავს უფლებას აძლევენ, თქვან, რომ უკეთ იციან, რა არის საქართველოს მომავლისთვის უკეთესი, ვიდრე ქართულმა საზოგადოებამ. ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ ჩაწერეს, რომ თურმე, ქართული ეკლესია რუსული გავლენების ქვეშაა. ეს დაუშვებელი და გაუგონარი ფაქტია. ამ ყველაფრის გამო საზოგადოებაში ევროსტრუქტურების მიმართ ნდობა იკლებს, რაც საკუთარ თავს უნდა დააბრალონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს