ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირის უსამართლო რეზოლუციები უმნიშვნელოა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები პოზიტიურია, მაგრამ მათ ავალებენ, ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღონ

გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირის უსამართლო რეზოლუციები უმნიშვნელოა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები პოზიტიურია, მაგრამ მათ ავალებენ, ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეუთო/ოდირის უსამართლო რეზოლუციები უმნიშვნელოა, რადგან საკუთარ დოკუმენტებს თავად დაუკარგეს ფასი. საქართველოს თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები პოზიტიურია, მაგრამ მათ ავალებენ, ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღონ,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეუთო/ოდირის უსამართლო რეზოლუციები უმნიშვნელოა, რადგან საკუთარ დოკუმენტებს თავად დაუკარგეს ფასი. საქართველოს თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები პოზიტიურია, მაგრამ მათ ავალებენ, ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღონ,…

ეუთო/ოდირის უსამართლო რეზოლუციები უმნიშვნელოა, რადგან საკუთარ დოკუმენტებს თავად დაუკარგეს ფასი. საქართველოს თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები პოზიტიურია, მაგრამ მათ ავალებენ, ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღონ, – ამისშესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, დიპლომატია გვერდზეა გადადებული და დიდი სახელმწიფოები ხან სამხედრო კონფლიქტით, ხან ეკონომიკური სანქციებით ინაწილებენ მსოფლიოში არსებულ ინტერესებს.

„მარტო ის რად ღირს, რომ ამერიკამ 600-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა. თან, გაბრაზებულმა დატოვა და თქვა, რომ ეს ორგანიზაციები არაფერს აკეთებენ, პირიქით, დემოკრატიას ებრძვიან. სამწუხაროა, მაგრამ ომებში გაერო-ს ფუნქციაც უშედეგოა. ფაქტია, დიპლომატია გვერდზეა გადადებული და დიდი სახელმწიფოები ხან სამხედრო კონფლიქტით, ხან ეკონომიკური სანქციებით ინაწილებენ მსოფლიოში არსებულ ინტერესებს. ამ პროცესში პატარა ქვეყნები ყვებიან. რა თქმა უნდა, ამ მოცემულობაში საქართველო პრაგმატული, ლავირების პოლიტიკით უნდა მოქმედებდეს. ეუთო/ოდირის უსამართლო რეზოლუციები უმნიშვნელოა, რადგან საკუთარ დოკუმენტებს ფასი თავად დაუკარგეს. საქართველოს თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები პოზიტიურია, მაგრამ ამ დროს მათ ავალებენ, ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს