ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომ…

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები და ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში, ფარმაცევტული პოლიტიკის სრულყოფასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ შედეგებს, მათ შორის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მიღებას, ინოვაციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს. ასევე, აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაში - ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა და საყოველთაო ჯანდაცვის „მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარეობა.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და გლობალური ჯანმრთელობის სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავების მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს