ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

გურამ მაჭარაშვილი: მლოცველ ბოკუჩავას თუ ჩაანაცვლებ მცხობელი ჟორჟოლიანით, რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება

გურამ მაჭარაშვილი: მლოცველ ბოკუჩავას თუ ჩაანაცვლებ მცხობელი ჟორჟოლიანით, რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაცმოძრაობის“ ეს მოქმედებები სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვადასხვა ტიპის სერიალებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაცმოძრაობის“ ეს მოქმედებები სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვადასხვა ტიპის სერიალებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. მ…

„ნაცმოძრაობის“ ეს მოქმედებები სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვადასხვა ტიპის სერიალებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

მისივე თქმით, თავმჯდომარეების შეცვლით არაფერი შეიცვლება, დაკარგეს თავიანთი ამომრჩევლების უდიდესი რაოდენობა.

„ერთ უჯარო გენერალს მეორე უჯარო გენერლით თუ ჩაანაცვლებ, აქ არაფერი შეიცვლება. მლოცველ ბოკუჩავას თუ ჩაანაცვლებ მცხობელი ჟორჟოლიანით, რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარე აღარ ჰყავს. ვინ შეცვლის ბოკუჩავას, უცნობია. პარტიაში კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს ამბობენ და მიხეილ სააკაშვილის მითითებას ელოდებიან. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პარტიის რეფორმის გეგმას სწორედ სააკაშვილი გამოაქვეყნებს. ნანუკა ჟორჟოლიანზე პოზიციები შეცვლილია, ის თავმჯდომარე აღარ იქნება.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს