ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

მიხეილ ყაველაშვილი – არ ვიცი, რა დავარქვა ამ ჯგუფს, პარტიასაც ვერ ვუწოდებ, „ლელო“ ანაკლიასთან მიმართებით ყველაზე ნაკლებად უნდა საუბრობდეს, კარგია, რომ პორტის აშენების საშუალება არ მიეცათ

მიხეილ ყაველაშვილი – არ ვიცი, რა დავარქვა ამ ჯგუფს, პარტიასაც ვერ ვუწოდებ, „ლელო“ ანაკლიასთან მიმართებით ყველაზე ნაკლებად უნდა საუბრობდეს, კარგია, რომ პორტის აშენების საშუალება არ მიეცათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მოუსმინოს საზოგადოებამ ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და თავად გააკეთოს დასკვნები, ვინ არის მართალი და როგორ ხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მოუსმინოს საზოგადოებამ ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და თავად გააკეთოს დასკვნები, ვინ არის მართალი და როგორ ხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხად…

მოუსმინოს საზოგადოებამ ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და თავად გააკეთოს დასკვნები, ვინ არის მართალი და როგორ ხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველო ღიაა ყველა დაინტერესებულ მხარესთან თუ ქვეყანასთან.

„არ ვიცი, რა დავარქვა ამ ჯგუფს, პარტიასაც ვერ ვუწოდებ. ეს ხალხი ანაკლიასთან მიმართებით ყველაზე ნაკლებად უნდა საუბრობდეს. ძალიან კარგად დასრულდა ყველაფერი, რომ მათ არ მიეცათ საშუალება ანაკლიის პორტის აშენების. ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რა ჰქონდათ მიზნად და როგორ ატყუებდნენ საზოგადოებას. მოუსმინოს საზოგადოებამ ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და თავად გააკეთოს დასკვნები, ვინ არის მართალი და როგორ ხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება. მიუხედავად მიზანმიმართული დეზინფორმაციისა, დღევანდელი მედიასაშუალებები მაინც გვაძლევს მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარს. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, და არამარტო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ღია ვართ ყველასთან, არავის ვაქცევთ ზურგს, მით უმეტეს დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ქვეყნებს. მუდმივად მზად ვართ, რომ გვქონდეს დიალოგი და მოხდეს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პროექტის ერთობლივად განხორციელება. იცით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან როგორი კარგი დამოკიდებულება გვაქვს. მთავარია, ეს ტემპი შევინარჩუნოთ და სწრაფად მოხდეს ახალი ინიციატივების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ადაპტირება. ეს არის ჩვენი მომავალი, ამას ვერ გავექცევით. რომელი ქვეყანაც არ იქნება მზად ამისთვის, შეიძლება ძალიან დაზიანდეს და ამიტომაც გვაქვს სურვილი, რომ ვიყოთ მოწინავე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს