ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ნანუკა ჟორჟოლიანი – რეფორმების საბჭო პარტიისგან დამოუკიდებლად შეიქმნა, რადგან პარტიული სტრუქტურა არ აღმოჩნდეს ადამიანებისთვის დაბრკოლება, გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი

ნანუკა ჟორჟოლიანი – რეფორმების საბჭო პარტიისგან დამოუკიდებლად შეიქმნა, რადგან პარტიული სტრუქტურა არ აღმოჩნდეს ადამიანებისთვის დაბრკოლება, გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნანუკა ჟორჟოლიანი განმარტავს, რა მიზნით იქმნება რეფორმების საბჭო და ვის შეუძლია, ჩაერთოს პროცესში. როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი და ყველაფერი იქნება საჯარო. „რატომ შეიქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნანუკა ჟორჟოლიანი განმარტავს, რა მიზნით იქმნება რეფორმების საბჭო და ვის შეუძლია, ჩაერთოს პროცესში. როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი და ყველაფერი იქნება საჯარო. „რატომ შეიქ…

ნანუკა ჟორჟოლიანი განმარტავს, რა მიზნით იქმნება რეფორმების საბჭო და ვის შეუძლია, ჩაერთოს პროცესში.

როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი და ყველაფერი იქნება საჯარო.

„რატომ შეიქმნა რეფორმების საბჭო პარტიისგან დამოუკიდებლად? რადგან პარტიული სტრუქტურა არ აღმოჩნდეს ადამიანებისთვის დაბრკოლება და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, განხილვაში. ნებისმიერი პროფესიის, ასაკის, გამოცდილების, ყველა პატრიოტმა, რომელიც შეიძლება ენმ-ს ამომრჩეველი არაა, მაგრამ გვაქვს მთავარი საერთო, „ქართული ოცნების“ დამარცხების სურვილი. ეს იქნება მცდელობა საქმიანი კოალიციის.

ამ პროცესში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ემიგრაციიდან. მივიღებთ ახალ იდეებს, შენიშვნებს, წინადადებებს, როგორ ხედავვენ ბრძოლის ფრონტის გაშლას. ეს არ იქნება ურთიერთობის აქამდე აპრობირებული ფასადური ფორმატი. რეფორმების პროცესში ჩართული იქნება ყველა ინდივიდუალურად.

ვინ იქნება ჩვენი მთავარი მოკავშირე? „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული, პოლიტსაბჭოს წევრები. პრიორიტეტი ხდება რეგიონი, „ნაციონალური მოძრაობის“ ქალი წევრები და ამომრჩევლები, რადგან, ჩემი აზრით, ამ პარტიის მთავარ ძალას ისინი წარმოადგენენ.

გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი, რომ ჩართულობა შეიძლება მაქსიმალურად აქტიურ ფაზაში იყოს.

ჩემი ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად იცით, რომ ყველაფერი იქნება საჯარო და ღია ვარ დისკუსიისთვის. მოგისმენთ და თქვენთან ერთად შევქმნი დღის წესრიგს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ საააკშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს