ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ფავლენიშვილი: თინა ბოკუჩავას დიდი სიამოვნებით იხილავდა ყველა ჩვენგანი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე

ირაკლი ფავლენიშვილი: თინა ბოკუჩავას დიდი სიამოვნებით იხილავდა ყველა ჩვენგანი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ნაციონალურ მოძრაობაში" გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს, რის გამოც უახლოეს კვირებში ყრილობა ჩატარდება და დროებითი მმართველობის ორგანო დაკომპლექტდება. პარტიაში ასევე განიხილავენ ნანუკა ჟორჟოლიანისა და თინათინ ბოკუჩავას ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ნაციონალურ მოძრაობაში" გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს, რის გამოც უახლოეს კვირებში ყრილობა ჩატარდება და დროებითი მმართველობის ორგანო დაკომპლექტდება. პარტიაში ასევე განიხილავენ ნანუკა ჟორჟოლიანისა და თინათინ ბოკუჩავას ს…

"ნაციონალურ მოძრაობაში" გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს, რის გამოც უახლოეს კვირებში ყრილობა ჩატარდება და დროებითი მმართველობის ორგანო დაკომპლექტდება. პარტიაში ასევე განიხილავენ ნანუკა ჟორჟოლიანისა და თინათინ ბოკუჩავას სამომავლო სტატუსებს.

დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებსა და საკადრო გადანაწილებაზე განცხადება პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.

"ჯერ არის გარდამავალი პერიოდი, ამიტომ თავმჯდომარის არჩევნები უშუალოდ როდის ჩატარდება, ამას გავიგებთ. როგორც ვიცით, უახლოეს კვირებში ჩატარდება ყრილობა და ამ ყრილობაზე დროებითი მმართველობის ორგანო დაკომპლექტდება. რაც შეეხება კონკრეტულად ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს - ნანუკა ჟორჟოლიანს, რა თქმა უნდა, ჰქონდა სურვილი - მისი სურვილის გარეშე ვერ მოხდებოდა მისი დანიშვნა. თუ არ უნდა, ვერ დააძალებს ვერავინ თავმჯდომარეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონმა ნანუკამ უკეთ იცის, როგორ გამოადგება მისი უნარ-ჩვევები ჩვენს პოლიტიკურ ძალას. თინა ბოკუჩავას დიდი სიამოვნებით იხილავდა ყველა ჩვენგანი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს