ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

მიხეილ ყაველაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება

მიხეილ ყაველაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება“, - ჟენევაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მედიასთან სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება“, - ჟენევაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მედიასთან სა…

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება“, - ჟენევაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მედიასთან საუბარში მთავრობის ახალ ინიციატივას ეროვნულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქმედებაა და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეფუძნება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს პოზიცია თავიდანვე გამჭვირვალობაზე, ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და ბიზნესის შემოთავაზებების განხილვასა და ღია თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული.

„დღეს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, თავად განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო იქნება პორტის მფლობელი, ექნება მართვის პაკეტი, თუმცა, ამავდროულად, ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესი განახორციელოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაცია და შუა დერეფნის მიმართ მზარდი საერთაშორისო ინტერესი ქმნის საფუძველს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში სხვადასხვა ქვეყნების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს