ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციაზე: დეკლარაცია ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომელზეც დაფუძნებულია პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობა. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციაზე: დეკლარაცია ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომელზეც დაფუძნებულია პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობა. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მნიშვნელოვანი პირველი დოკუმენტი და მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა. როდესაც ვხედავთ სხვადასხვა მსგავსი საერთაშორისო ფორუმების თვით დისკრედიტაციას მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრეები დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მნიშვნელოვანი პირველი დოკუმენტი და მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა. როდესაც ვხედავთ სხვადასხვა მსგავსი საერთაშორისო ფორუმების თვით დისკრედიტაციას მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრეები დ…

მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მნიშვნელოვანი პირველი დოკუმენტი და მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა. როდესაც ვხედავთ სხვადასხვა მსგავსი საერთაშორისო ფორუმების თვით დისკრედიტაციას მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრეები და ერთი საქმის გარშემო გაერთიანებული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები ვიყოთ მონაწილე ერთიანი პროცესისა, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციაზე საუბრისას.

მისი თქმით, დეკლარაციაში ხაზგასმულია ის პრინციპები, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები.

„დეკლარაცია უპირველეს ყოვლისა, ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომელზეც დაფუძნებულია ერთობა პარლამენტის თავმჯდომარეების. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება. ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე იმ პროცედურების ერთგულება, რომელიც ჩადებული იყო თავდაპირველად ევროკავშირის გაფართოების თუ გაწევრიანების პროცესში. ასევე, [დეკლარაცია ხაზს უსვამს] იმ ფორმატებს, რომლითაც უნდა დაიტვირთოს შემდეგ წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ეს პლატფორმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთის რესპუბლიკაში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაციაში ხაზგასმულია პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს