ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

რუსლან სტეფანჩუკი: ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე

რუსლან სტეფანჩუკი: ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ შევძელით, პირველად ბელგრადში შეგვეკრიბა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და გულწრფელად გვესაუბრა იმაზე, რომ გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ შევძელით, პირველად ბელგრადში შეგვეკრიბა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და გულწრფელად გვესაუბრა იმაზე, რომ გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რად…

ჩვენ შევძელით, პირველად ბელგრადში შეგვეკრიბა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და გულწრფელად გვესაუბრა იმაზე, რომ გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა სერბეთში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისკენ გზა შემდგომი თანამშრომლობისთვის სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს.

„ჩვენ შევძელით, პირველად ბელგრადში შეგვეკრიბა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და გულწრფელად გვესაუბრა იმაზე, რომ გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს. ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. და ამ გზაზე ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ. ერთმანეთს წარმატებები, შეცდომები, ჩვენი თანამშრომლობის შედეგები უნდა გავუზიაროთ, რადგან ყველას ერთი გზა გვაქვს – ევროკავშირისკენ მიმავალი გზა“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ფორუმი ბელგრადში გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს