ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

მიხეილ ყაველაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ

მიხეილ ყაველაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საი…

„საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფოა“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში გამართული მაღალი დონის შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატებში საქართველოსთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

პრეზიდენტის განცხადებით, გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე, ჯანდაცვისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებისას ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებს, ასევე, სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს მზარდ როლს სამხრეთ კავკასიის შუა დერეფნის საკვანძო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეაჯამა გაეროს ეგიდით გამართული ხელოვნური ინტელექტის მართვის გლობალური დიალოგი და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოებს შორის კოორდინაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა და პასუხისმგებლიანი მიდგომები.

მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით აუცილებელია უსაფრთხოების საკითხებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, ხოლო საქართველო მზად არის, აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო დისკუსიებსა და ინიციატივებში, მათ შორის, მომავალში მსგავსი ფორმატის საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობის მიმართულებით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს