ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა არის ის, რასაც სხვადასხვა გლობალური აქტორები, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა არის ის, რასაც სხვადასხვა გლობალური აქტორები, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შალვა პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აკრიტიკებს საჯაროდ ჩინეთის მიმართ უსამართლო ბრალდებებს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში ისაუბრა . „საქართვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შალვა პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აკრიტიკებს საჯაროდ ჩინეთის მიმართ უსამართლო ბრალდებებს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში ისაუბრა . „საქართვე…

შალვა პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აკრიტიკებს საჯაროდ ჩინეთის მიმართ უსამართლო ბრალდებებს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია დავინახოთ, სად არიან ის ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობიან განვითარებას, საერთაშორისო როლსა და სამართლის უზენაესობას. და ვფიქრობ, ჩინეთი, თავისი ისტორიულად ჩამოყალიბებული პოზიციით მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ, აჩვენებს, რომ ქვეყნის განვითარება, მათ შორის დიდი ქვეყნისთვის, მიღწევადია ძალის გამოყენების, ძალით მუქარის ან იმის ფიქრის გარეშე, რომ გლობალური როლის ქონის ან გლობალურ ძალად ყოფნის ერთადერთი გზა რაღაცნაირად დიდ სამხედრო ძალად აღქმაა.

ჩინეთი აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით შესაძლებელია მიიზიდო, შესაძლებელია აჩვენო, რომ ქვეყანა ერთგულია არა მხოლოდ საკუთარი თავის განვითარების, არამედ მის გარშემო არსებული რეგიონისა და მთელი მსოფლიოს განვითარების. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც თუ კონტინენტის ან დედამიწის ერთ მხარეს არის პრობლემა ან კონფლიქტი, ის საბოლოო ჯამში მეორე მხარეზეც აისახება. შესაბამისად, ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა - მოდით ასე ვუწოდოთ მას, არის ის, რასაც სხვადასხვა გლობალური აქტორები, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს