ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომიტეტის წევრებმა და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანზორ ბოლქვაძემ ზემო აჭარაში, ხულო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომიტეტის წევრებმა და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანზორ ბოლქვაძემ ზემო აჭარაში, ხულო…

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომიტეტის წევრებმა და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანზორ ბოლქვაძემ ზემო აჭარაში, ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ იმ საჭიროებებს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას უკავშირდება.

საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ რიგი სკოლები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საჭიროებენ და ეს შეეხება როგორც საკლასო ოთახების, ასევე სპორტული მოედნების და დარბაზების კეთილმოწყობას.

ხაზი გაესვა, რომ მთიანი რეგიონის სკოლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მიგრაციული პროცესები წარმოადგენდა, რის გამოც, ბოლო წლებში მოსწავლეთა ნაკადის შემცირება შეინიშნებოდა, თუმცა ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის შემდეგ, მიგრაციული პროცესები შენელდა და სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დინამიკა ეტაპობრივად იზრდება.

„ზემო აჭარაში სკოლების დათვალიერებისას ჩვენ ვნახეთ როგორც ინფრასტრუქტურულად გამართული სასწავლო დაწესებულებები, ასევე ისეთი სკოლებიც, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებენ. რეგიონისთვის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს მიგრაცია წარმოადგენდა, თუმცა მჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ზემო აჭარაში ტურიზმის განვითარება მთის მოსახლეობის მიგრაციას შეაჩერებს და სკოლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას ზოგადი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგებზე ვისაუბრეთ. კომიტეტი მზად არის თავის კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს ზემო აჭარაში სასკოლო დაწესებულებებს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც გამართულ სასწავლო პროცესს უკავშირდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

კომიტეტის წევრები და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ბეღლეთის, ბოძაურის, საციხურის და დაბა შუახევის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში პარლამენტის წევრებთან ერთად აგრეთვე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

„ზემო აჭარაში სხვადასხვა სკოლას ვესტუმრეთ. ადგილზე გავეცანით არსებულ ვითარებას და იმ სამუშაოებს, რომლებსაც სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. უნდა აღნიშნოს, რომ როგორც სკოლების, ასევე ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის მხრივ მნიშვნელოვანი სამუშაოებია განხორციელებული, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ და მხარი დავუჭიროთ ადგილზე განსახორციელებელ პროექტებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს