ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

გია ვოლსკი – სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა ექსტრემისტული პროცესები განვითარდეს და თავის პარტიას სათავეში ამ მიმართულებით ჩაუდგეს

გია ვოლსკი – სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა ექსტრემისტული პროცესები განვითარდეს და თავის პარტიას სათავეში ამ მიმართულებით ჩაუდგეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა როგორც არ უნდა შეცვალონ, მათი არსი არ იცვლება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა როგორც არ უნდა შეცვალონ, მათი არსი არ იცვლება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი მ…

„ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა როგორც არ უნდა შეცვალონ, მათი არსი არ იცვლება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი მიზანია, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს და ხელისუფლება ძალისმიერი გზით შეიცვალოს.

„პოლიტიკური პარტია არ ვიქნებით და „რეფორმების საბჭო“ ვიქნებითო, ისეთი, როგორიც უკრაინაში იყოო. ამ საბჭოს სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა და პრობლემების მეტი უკრაინისთვის არაფერი მოუტანია. ერთადერთი მიზანია, ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს და ხელისუფლება ძალისმიერი გზით შეიცვალოს. ამის იქით არანაირი გეგმა არ არსებობს, რომელიც იმ იმედებს პასუხობს, რომელიც გარე ძალებს გააჩნიათ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოიყვანონ. მათი ამოცანაა, საქართველო რუსეთთან ომში იყოს გამოყენებული მექანიზმად. სააკაშვილი ამბობს, რომ ამ იდეის შესასრულებლად უკეთესს მომსახურებას გასწევს. ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობას“ საზოგადოების ნაწილო მხარს უჭერდა. მხარს ჰიტლერსაც უჭერდნენ და საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ ფაქტია, ამან ნგრევა განაპირობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, საქმე ჰქონდა თუ არა სისტემურ წამებას და ადამიანის უფლებების დარღვევას, რაც სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ დაამტკიცა.

„ასევე უნდა იმსჯელოს არის თუ არა სააკაშვილი დამნაშავე, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის საოკუპაციო ჯარი დღემდე საქართველოში დგას და ქვეყანას საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამის მტკიცებულებები თუ არის და ყველაფერი რეალურია, იმის პერსპექტივა, რომ პარტიამ სტატუსი შეინარჩუნოს, არ არის. ახალი არაფერი ხდება, სააკაშვილი საკუთარ თავს ყოველთვის მიიჩნევდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჯორჯ ვაშინგტონად. არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მოშლილი იყო, ვიდრე ის არ ჩამოვიდა და სათავეში არ ჩაუდგა იმ ხალხს, რომელიც, მისი თქმით, გამოირჩეოდა დიდი მუცლით, ულვაშებით, დიდი ქუდებით და კარგად ცეკვავდა. მისი იდეაა, რომ იგივე რესურსით და მეტი საგარეო მხარდაჭერით დაუბრუნდეს იმავე სუბსტანციას, რაშიც იმყოფებოდა, როცა ქვეყანას იმ მეთოდებით მართავდა. ყველაფერს აკეთებს, რათა ექსტრემისტული პროცესები განვითარდეს და თავის პარტიას სათავეში ამ მიმართულებით ჩაუდგეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს