ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისუფლად აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისუფლად აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოს საკუთარი საქმე, მათ შორის სამშენებლო მიმართულებით. დედაქალაქის მერმა კონკრეტული მედიასაშუალებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოს საკუთარი საქმე, მათ შორის სამშენებლო მიმართულებით. დედაქალაქის მერმა კონკრეტული მედიასაშუალებ…

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოს საკუთარი საქმე, მათ შორის სამშენებლო მიმართულებით.

დედაქალაქის მერმა კონკრეტული მედიასაშუალების წარმომადგენელს შესაბამისი შეკითხვის შემდეგ მოუწოდა, ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირზე სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია მერიის შესაბამის სამსახურებში გადაამოწმოს.

კახა კალაძემ განმარტა, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ ხდება.

„დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. არსებობს თავისუფალი გარემო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა. თავისუფალი გარემოს ყველაზე კარგი მაგალითია მამუკა ხაზარაძის კომპანია. ხაზარაძე, რომელიც აფინანსებს ტელეკომპანია „პირველს“, ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, მას აქვს საკუთარი ბიზნესი - ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია, რომელიც ყოველგვარი შეფერხების გარეშე აწარმოებს თავის საქმიანობას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ ბიზნესსუბიექტს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, კანონის ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს და აწარმოოს საქმიანობა. არანაირი ხელის შეშლა არ ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე უპასუხა შეკითხვას ყაზბეგის გამზირის N32ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ კონკრეტულ სამშენებლო კომპანიას მერიისთვის არასწორად აქვს მიწოდებული დოკუმენტაცია, ამ საკითხით შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები დაინტერესდებიან.

„არ მინდა, არც თქვენ მოგატყუოთ და არც საზოგადოება შევიყვანო შეცდომაში. ჩვენი შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები დეტალურად მოგაწვდიან ინფორმაციას ამა თუ იმ სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, შესაბამის ბაზაში არის მოცემული კონკრეტული ლიცენზირებული კომპანიების დასახელებები. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებით ხდება დოკუმენტაციის მიღება. 2017 წელს გავხდი დედაქალაქის მერი. ამ დროიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ყველა ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე, გაკეთებულ განცხადებაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. თუ არასწორად არის მოწოდებული დოკუმენტაცია და არ არსებობს აღნიშნული კომპანია, რა თქმა უნდა, ამ საკითხით შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს