ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ირაკლი ქადაგიშვილი – შეიძლება, სააკაშვილი ფიქრობს, რომ პარტიის არსებული აქტივი უპერსპექტივოა და მისი ჩამოცილება უნდა, ნანუკა ჟორჟოლიანის საშუალებით კი, სიმბიოზი შექმნა

ირაკლი ქადაგიშვილი – შეიძლება, სააკაშვილი ფიქრობს, რომ პარტიის არსებული აქტივი უპერსპექტივოა და მისი ჩამოცილება უნდა, ნანუკა ჟორჟოლიანის საშუალებით კი, სიმბიოზი შექმნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აღრეულობა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში ამ პარტიის პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აღრეულობა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში ამ პარტიის პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგი…

აღრეულობა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში ამ პარტიის პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებენ და პარტია წესდების გათვალისწინებით ვეღარ მუშაობს.

„ის დესტრუქცია, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა ქვეყნის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, მათ ბუმერანგივით პარტიაში შეუტრიალდათ. რა არის პარტია? პარტიის ძირითადი ბირთვის მამოძრავებელი ძალაა იდეოლოგია, სტრუქტურა და პარტიული აქტივი. ამბობენ, რომ ახლა პარტიის აქტივი, იდეოლოგია და სტრუქტურა გვერდზე უნდა გადადონ და რაღაც საბჭო შექმნან. ამას რომელ ლამაზ სახელს დაარქმევ, რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, მიხეილ სააკაშვილს სურს, არსებული პარტიული „ისტებლიშმნეტი“, ხელმძღვანელი აქტივი მთლიანად ჩამოიცილოს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს აქვს და ნანუკა ჟორჟოლიანის გარშემო შექმნილი ჯგუფი შექმნას. შეიძლება, ამასთან დაკავშირებით რაიმე პრაქტიკული ხედვაც აქვს. შეიძლება, სააკაშვილი ფიქრობს, რომ პარტიის არსებული აქტივი უპერსპექტივოა და მისი ჩამოცილება უნდა, ნანუკა ჟორჟოლიანის საშუალებით კი, სიმბიოზი შექმნა. ეს რამდენად საინტერესო იქნება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და სააკაშვილის მხრიდან განწირული მცდელობებია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს