ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

"ნაცმოძრაობის" ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას - ახალგაზრდა, უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, აქ უკვე ჩვენი, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულის შეთავაზებები უძლური იყო

"ნაცმოძრაობის" ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას - ახალგაზრდა, უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, აქ უკვე ჩვენი, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულის შეთავაზებები უძლური იყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში "საქართველოს დაბადება", ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში "საქართველოს დაბადება", ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბე…

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში "საქართველოს დაბადება", ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფაქტორზე ისაუბრა.

როგორც მეგრელიშვილი იხსენებს, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის გამოჩენით, ხალხში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროტესტის გარდა, უკვე იმედი გაჩნდა, ხოლო, რაც შეეხება ბერა ივანიშვილს, რომელიც იმ დროს კონცერტებს ატარებდა, მან დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდებს შორის მხარდაჭერის გაზრდაში.

მისივე თქმით, ბერა ივანიშვილი კეთილი, წარმატებული და უშუალო ახალგაზრდა იყო, რომლის მხარეს ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გადავიდა და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტებიც უკვე უძლური იყო.

"მანამდე ოპოზიცია რაც იყო, იყო დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ადვილად ამარცხებდა, მაგრამ, ივანიშვილი იმდენად მითოსური ფიგურა იყო, ის რომ შემოვიდა პოლიტიკაში, არამარტო გაჩნდა პროტესტი სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც ისედაც იყო და არ აკლდა, არამედ, უკვე იმედი გაჩნდა - ეს, არა მარტო დაგვამარცხებინებს სააკაშვილს, არამედ, უკეთეს მომავალს შექმნისო - ასეთი განცდა გაჩნდა. მის წინააღმდეგ "ნაციონალების" მთავარი ხაზი ის იყო, რომ ის იყო რუსული პროექტი და ვინც არ უჭერდა ბიძინა ივანიშვილს მხარს, რუსულ პროექტს ჯობია, ისევ სააკაშვილის ხელისუფლება იყოს - დაახლოებით ასეთი ლოგიკა იყო, მაგრამ, ბერა, რომელიც ახალგაზრდა იყო, იმ პერიოდში ნანუკა ჟორჟოლიანმა ძალიან გააპიარა, კეთილი ბიჭის სახელი ჰქონდა, უშუალო ადამიანი იყო ძალიან და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, ბერა მაშინ კონცერტებს ატარებდა, რომელსაც ესწრებოდნენ და იქ გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას - მთელი ახალგაზრდები მის კონცერტებზე მიდიოდნენ, მღეროდნენ მასთან ერთად აქ უკვე ჩვენი ["ნაციონალური მოძრაობის"] ახალგაზრდულის პროექტები და შეთავაზებები უძლური იყო," - განაცხადა ირაკლი მეგრელიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს