ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

არჩილ გორდულაძე: სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად

არჩილ გორდულაძე: სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მეათე მუხლი, ანუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მეათე მუხლი, ანუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ…

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მეათე მუხლი, ანუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელობა ექცევა ფაქტობრივ გარემოებებს, შეურაცხყოფის ხარისხს და დროში განგრძობადობას.

„ყველაფრის ჯამში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი გამართლებულად მიიჩნია. ჩვენს კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები, რაც გულისხმობს შეურაცხყოფის დასჯადობას, მაგალითად ადმინისტრაციული წესით გარკვეულ საკითხებში, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით, მაგალითად მოსამართლის შეურაცხყოფა სხდომათა დარბაზში ან სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ეს სრულად შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასაც, სრულად კონვენციურია“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სლოვენიაში, ინტერნეტში შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის 6 თვიანი პატიმრობის შეფარდებით, გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს