ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

მაია ბითაძე: საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები გამოიყენება სახელმწიფოთა სუვერენული ინტერესებისა და ხმის ჩასაქრობად, ამის წინააღმდეგ რეაგირება მუდმივად გვექნება და აუცილებლად გვექნება რეაგირება ჯო უილსონის მუქარის წინააღმდეგ

მაია ბითაძე: საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები გამოიყენება სახელმწიფოთა სუვერენული ინტერესებისა და ხმის ჩასაქრობად, ამის წინააღმდეგ რეაგირება მუდმივად გვექნება და აუცილებლად გვექნება რეაგირება ჯო უილსონის მუქარის წინააღმდეგ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალიან მკაცრი იყო ჩვენი განცხადებები და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი განცხადებები ყურს მიღმა არ დარჩენილა, - განაცხადა მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიაზე საუბრისას. გარემოს დაცვისა და ბუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან მკაცრი იყო ჩვენი განცხადებები და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი განცხადებები ყურს მიღმა არ დარჩენილა, - განაცხადა მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიაზე საუბრისას. გარემოს დაცვისა და ბუ…

ძალიან მკაცრი იყო ჩვენი განცხადებები და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი განცხადებები ყურს მიღმა არ დარჩენილა, - განაცხადა მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიაზე საუბრისას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს წინააღმდეგ ორმაგი სტანდარტის გამოყენებას გაუსვა ხაზი.

„ერთია, რომ ეს საოლქო ჩანაწერებში რჩება და მეორეა, რომ უფრო ღიად ვსაუბრობთ ამ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. დაიწყო ევროპარლამენტით, გაგრძელდა ევროსაბჭოთი და ახლა ბოლო ბასტიონი აიღო ჯო უილსონმა - ეუთო ჩააყენა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, ეს აფრთხობს მათ შორის საპარლამენტო ასამბლეას, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. ყველაზე ცუდი, რაც მოხდა - ეუთოს სადამკვირვებლო მისიის 2024 წლის ანგარიში ეუთომ თვითონვე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის აბსურდი საერთაშორისო სამართლისთვის“, - განაცხადა ბითაძემ.

მან აღნიშნა, რომ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციებისა და დეკლარაციების აღსრულება სავალდებულო კომპონენტი არ არის, ამიტომ მათ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის იყენებენ, რომ ეს იყოს ნიმუში იქ წარმოდგენილი სხვა სახელმწიფოებისთვის, რომ არ გაბედონ და საკუთარი ხმა არ დააფიქსირონ. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ახალ ჯგუფებს ქმნიან, იმისთვის რომ ხმა აიმაღლონ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია ჰქვია.

„აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოები თანასწორუფლებიანები უნდა იყვნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები გამოიყენება სახელმწიფოთა სუვერენული ინტერესებისა და ხმის ჩასაქრობად, ამიტომ, ამის წინააღმდეგ რეაგირება მუდმივად გვექნება და აუცილებლად გვექნება რეაგირება ჯო უილსონის მუქარის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბითაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს