ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა

ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველი“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იქნება საბჭო, რომლის აღმასრულ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველი“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იქნება საბჭო, რომლის აღმასრულ…

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველი“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იქნება საბჭო, რომლის აღმასრულებელ მდივნადაც თავად მოიაზრება, პარტიისგან დამოუკიდებელი.

ჟორჟოლიანის თქმით, სააკაშვილს ესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნის პროცესში მონაწილეობა სურთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ პარტიაში შესვლა და „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება, შესაბამისად, მან მიიღო დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის გადაწყვეტილება.

„ეს არის საქმიანი კოალიციის შექმნის მცდელობა. ჩემი აზრით, შეიძლება ამაში ბევრი არ მეთანხმება, ისევე როგორც მიშას აზრით, ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი [„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ] ახლა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კიდევ უფრო საჭირო გახდება უახლოეს მომავალში, იმიტომ, რომ ვფიქრობ გაძლიერდება და გაცილებით უფრო სწორ ნიშას იპოვის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება, პარტიაში შესვლა, რასაც თავისთავად ზღუდავდა ის პირველი გეგმა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, რომ მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა, მე თქვენ გაძლევთ ჩემს ინსტრუმენტს, რომელიც არის ჩემი შექმნილი პარტია, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, მე თქვენ გენდობით. მე მაგალითად, არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, სამი შეხვედრა ვისთანაც მქონდა, ყველა არაპარტიული ადამიანია, თავიანთ სფეროებში პროფესიონალი, მცოდნე“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

კითხვაზე, ხომ გახდებიან ეს ადამიანები მერე პარტიულები, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ არ გახდებიან, ვინაიდან, „შეიძლება ის ადამიანი, რომელმაც რეფორმებში მონაწილეობა მიიღოს, აღარ შევიდეს პარტიაში ექვსი თვის შემდეგ“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს