ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე: რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას

გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე: რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე…

კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის საგარეო კურსსა და სუვერენიტეტზე, ასევე შიდა პოლიტიკურ მდგომარეობასა და ხელისუფლების წინააღმდეგ დესტრუქციულ კამპანიაზე. გიორგი კახიანმა ასევე ილაპარაკა რეგიონში ქვეყნის წამყვან პოზიციაზე.

„რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას. ამის მიუხედავად, საქართველო ასევე აწყდება გარკვეული უცხოელი პოლიტიკოსების და ბიუროკრატების მხრიდან ჩარევის მცდელობებს, როლებიც ცდილობენ დიალოგი ზეწოლით ჩაანაცვლონ მხოლოდ იმიტომ, რომ საარტელომ აირჩია თავისი სუვერენული უფლების განხორციელება და თავისუფლად განსაზღვრა შიდა და საგარეო პოლიტიკა.

გარედან წახალისებულმა და მხარდაჭერილმა ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა უსაფუძვლო ბრალდებები კონსტიტუციური წესრიგისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, ამავდროულად, მონაწილეობდნენ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებში, მათ შორის პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობებში. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე და წამყვანი როლი შეასრულა შუა დერეფნის განვითარების პროცესში. ჩვენ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს ამ მარშრუტის გასწვრივა მდებარე ყველა სახელმწიფოსთან“, - აღნიშნა კახიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს