ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

რატი იონათამიშვილი – აზრის გამოხატვის თავისუფლება სხვისი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ვერასოდეს იქნება, სტრასბურგის სასამართლომ ეს კოდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა

რატი იონათამიშვილი – აზრის გამოხატვის თავისუფლება სხვისი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ვერასოდეს იქნება, სტრასბურგის სასამართლომ ეს კოდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აზრის გამოხატვის თავისუფლება სხვისი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ვერასოდეს ვერ იქნება. სტრასბურგის სასამართლომ ეს კოდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა და ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აზრის გამოხატვის თავისუფლება სხვისი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ვერასოდეს ვერ იქნება. სტრასბურგის სასამართლომ ეს კოდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა და ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანი…

აზრის გამოხატვის თავისუფლება სხვისი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ვერასოდეს ვერ იქნება. სტრასბურგის სასამართლომ ეს კოდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა და ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ საქართველოში სიძულვილის ტირაჟირება მიზანმიმართულად ხდება.

„ძალიან სწყინთ, როცა ეროვნულ დონეზე შესაბამისი რეგულაციები არსებობს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ზურგს უმაგრებს იმ ცვლილებებს, რაც ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ მიიღო. ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და სიძულვილის ტირაჟირება შემცირებული მომავალში უფრო მეტად იქნება, რაც კიდევ უფრო მძიმედ აგენტურულ ოპოზიციას დააწვება. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ველი რაც უფრო დაცლილია სიძულვილისგან, მით უკეთესია. მნიშვნელოვანია, რომ ეთიკის ნორმებს ყველა იცავდეს და აზრს სხვისი შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვის გარეშე აზრს გამოხატავდეს. ვისაც ამის უნარი არ აქვს, ან დავალება აქვს, რომ მისი შესრულება სხვანაირად არ შეუძლია, იმან თავის თავს დააბრალოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სიძულვილის და შეურაცხყოფის მხარეს ვინ დგას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს