ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

ირაკლი კობახიძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ, ამას ემსახურება კანონმდებლობა, ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი

ირაკლი კობახიძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ, ამას ემსახურება კანონმდებლობა, ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზუსტად ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზუსტად ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შ…

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შსს-ს სამმართველოში.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ჯანსაღი, პრინციპი მარტივია, არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში. ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ. იცით, რომ ქვეყნის გარედან ჩვენ თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ. ამას ემსახურება კანონმდებლობა, ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შსს-ს სამმართველოში. ამ მიმართულებით აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს