ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მინდა, ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, რადგან ამაკლიის პოტის აშენების მიმართ მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით, – ამის შესახებ საქრათვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მინდა, ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, რადგან ამაკლიის პოტის აშენების მიმართ მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით, – ამის შესახებ საქრათვ…

მინდა, ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, რადგან ამაკლიის პოტის აშენების მიმართ მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით, – ამის შესახებ საქრათველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას.

„მინდა, ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიდგომით პროექტის გაგრძელება. თქვენ იცით, რომ მანამდე იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვლა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. სახელმწიფო წარმართავს ამ პროცესს და შემდეგ უკვე შეიძლება, ოპერირებაში რამდენიმე სუბიექტს გადაეცეს ის პორტი, რომელიც დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც ასევე უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლიის პორტში, რაც აუცილებელია ანაკლიის პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს