ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა. კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა. კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის…

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე N37-12 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.

ცვლილების შესაბამისად, პროგრამის „შემოქმედებითი თბილისის" ფარგლებში, კონკურსის მექანიზმის პარალელურად დამატებით შემოდის საპროექტო განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა. კერძოდ, შესაბამის სფეროში მოქმედ სუბიექტებს უფლება ექნებათ, სამსახურს წარუდგინონ საპროექტო განაცხადი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროგრამის პრიორიტეტებზე, მათ შორის საერთაშორისო, გაცვლითი და/ან სარეზიდენციო პროექტების განხორციელებაზე და ემსახურება პროგრამის მიზნების მიღწევას.

ამასთან, იზრდება ფინანსური ზღვარი და 25 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 30 000 ლარი. შესაბამისად, იმ საპროექტო და საკონკურსო განაცხადების წრე, რომელთა დაფინანსების საკითხზეც კომისია უშუალოდ სამსახურის უფროსს მიმართავს რეკომენდაციით გაფართოვდება, რაც დაფინანსების გადაწყვეტილების მიღების არსებული პროცედურის ფარგლებში უფრო მეტი პროექტის განხილვის შესაძლებლობას შექმნის. ხოლო, თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 30 000 ლარს, განსახილველად წარედგინება თბილისის მთავრობას.

წარმოდგენილ ცვლილებებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს