ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

მაია ბითაძე - მარგუს ცაჰკნა საქართველოს მიმართ აგრესიული, მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა, ის გარკვეული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის ევრობიუროკრატიის

მაია ბითაძე - მარგუს ცაჰკნა საქართველოს მიმართ აგრესიული, მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა, ის გარკვეული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის ევრობიუროკრატიის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მარგუს ცაჰკნა საქართველოს მიმართ საკმაოდ აგრესიული და მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა. მისი განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ ახალი არ არის, რადგან ეს ადამიანი თავისი პირადი ინტერესებით მოქმედებს, – ამის შესახებ პარლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მარგუს ცაჰკნა საქართველოს მიმართ საკმაოდ აგრესიული და მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა. მისი განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ ახალი არ არის, რადგან ეს ადამიანი თავისი პირადი ინტერესებით მოქმედებს, – ამის შესახებ პარლ…

მარგუს ცაჰკნა საქართველოს მიმართ საკმაოდ აგრესიული და მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა. მისი განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ ახალი არ არის, რადგან ეს ადამიანი თავისი პირადი ინტერესებით მოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მარგუს ცაჰკნა გარკვეული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს.

„ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შორს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისგან, რაც არაერთხელ ვნახეთ. ეს ადამიანი ცუდ როლს თამაშობს საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ურთიერთობებში. ფაქტია, მისი განცხადებები მიკერძოებული და არადიპლომატიურია. ამასთან, ეს ადამიანი გარკვეული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის ევრობიუროკრატიის, რომელთა მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო. თვალნათელია და ფარდა არის ახდილი, რა დგას ამ ადამიანის განცხადებების უკან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა: „ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას. ჩემი გზავნილია ქართველი ხალხის მიმართ, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი – იმედი არ დაკარგოთ და შესაბამისად მოიქეცით“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს