ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ნიკოლოზ მეტრეველი: თუ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ან არ ახერხებს თანაბარი, მიუკერძოებელი და პროფესიული სტანდარტებით მოქმედებას, საქართველოს აქვს სრული უფლება, გადახედოს თანამშრომლობის ფორმატებს

ნიკოლოზ მეტრეველი: თუ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ან არ ახერხებს თანაბარი, მიუკერძოებელი და პროფესიული სტანდარტებით მოქმედებას, საქართველოს აქვს სრული უფლება, გადახედოს თანამშრომლობის ფორმატებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ეუთოს მორიგი უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული დასკვნის შემდეგ, სერიოზულად უნდა დაისვას კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ამ ორგანიზაციის მომავალში კვლავ მოწვევა არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით.“-წერს ანალიტიკოსი ნი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ეუთოს მორიგი უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული დასკვნის შემდეგ, სერიოზულად უნდა დაისვას კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ამ ორგანიზაციის მომავალში კვლავ მოწვევა არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით.“-წერს ანალიტიკოსი ნი…

"ეუთოს მორიგი უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული დასკვნის შემდეგ, სერიოზულად უნდა დაისვას კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ამ ორგანიზაციის მომავალში კვლავ მოწვევა არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით.“-წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ურთიერთობები განავითაროს იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც პატივს სცემენ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და იმუშაოს იმ პარტნიორებთან, რომლებიც ურთიერთპატივისცემისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპებით ხელმძღვანელობენ.


"როდესაც შეფასებები არ ეფუძნება თანაბარ და ობიექტურ სტანდარტებს, არამედ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ წინასწარ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოზიციების გაგრძელებაა, დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი მისიის ღირებულება კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს.

დასავლეთი არ არის მთელი მსოფლიო და არც ერთადერთი მიმართულება, რომელთანაც საქართველომ უნდა ითანამშრომლოს. თანამედროვე მსოფლიო მრავალპოლუსიანია და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ურთიერთობები განავითაროს იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც პატივს სცემენ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.

მთავარ ასეთ პარტნიორად უნდა განიხილებოდეს ჩინეთი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. საჭიროების შემთხვევაში, არჩევნებზე ჩინელი დამკვირვებლების მოწვევაც შეიძლება იყოს განხილვის საგანი. ჩინეთს გააჩნია წამყვანი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და სხვა არაერთი გარე აქტორისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.

თუ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ან არ ახერხებს თანაბარი, მიუკერძოებელი და პროფესიული სტანდარტებით მოქმედებას, საქართველოს აქვს სრული უფლება გადახედოს თანამშრომლობის ფორმატებს და იმუშაოს იმ პარტნიორებთან, რომლებიც ურთიერთპატივისცემისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპებით ხელმძღვანელობენ.“- წერს მეტრეველი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს