ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

ნიკოლოზ კახეთელიძე: სტიქია, უხვი ნალექი, ეს ის თემებია, რომლებიც ოპოზიციისთვის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის ასპარეზია. არანაირი ზრუნვა ხალხზე მათ არ ამოძრავებთ

ნიკოლოზ კახეთელიძე: სტიქია, უხვი ნალექი, ეს ის თემებია, რომლებიც ოპოზიციისთვის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის ასპარეზია. არანაირი ზრუნვა ხალხზე მათ არ ამოძრავებთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს თბილისში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით. ნიკოლოზ კახეთელიძ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს თბილისში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით. ნიკოლოზ კახეთელიძ…

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს თბილისში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით. ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, რომ არ ახსოვს ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს საკრებულოში რამე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება დაეყენებინოს. მან ოპოზიციას მოუწოდა რეალობას ნუ მოწყდებიან.

"მინდა ვისაუბრო იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც თბილისში რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი, უხვ ნალექს და წყალდიდობას ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები შეიქნა, ქალაქის მეურნეობა არ გამოსულა მართვიდან, ქალაქის მეურნეობა გამართულად ფუნქციონირებს.

ასევე, მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც სტიქიის შემდეგ აკეთებს განმარტებებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ მე არ მახსოვს რომელიმე მათგანს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება შემოეტანოს. სტიქია, უხვი ნალექი, ეს ის თემებია, რომლებიც ოპოზიციისთვის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის ასპარეზია. არანაირი ზრუნვა ხალხზე მათ არ ამოძრავებთ. არ შეიძლება საკრებულოს წევრი იყო და ვერ არკვევდე, რომ თბილისის აეროპორტი არ არის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში.

რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ თბილისში პრობლემები არ არის, გასაზრდელია კომუნიკაციების ექსპლუატაციის ხარჯები. თბილისის მერიის სამსახურები ამაზე მუშაობენ.

განსაკუთრებით მინდა ვთხოვოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, არ მოწყდნენ რეალობას და არ ისაუბრონ ისეთ საკითხებზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. თუ რაიმე კითხვა უჩნდებათ, დასვან ეს კითხვები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისგან პასუხს მიიღებენ"- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს