ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

გივი ჩხარტიშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ რადიკალიზაციისა და დაპირისპირების გზას ირჩევს ნაცვლად იმისა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივ მუშაობას შეუწყოს ხელი

გივი ჩხარტიშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ რადიკალიზაციისა და დაპირისპირების გზას ირჩევს ნაცვლად იმისა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივ მუშაობას შეუწყოს ხელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა და დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა ოპოზიციის განცხადებები გააკრიტიკა და მათ პოპულისტური უწოდა. მისი თქმით, კრწანისის ტყე-პარკთან დაკავშირებით გაკეთებული გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა და დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა ოპოზიციის განცხადებები გააკრიტიკა და მათ პოპულისტური უწოდა. მისი თქმით, კრწანისის ტყე-პარკთან დაკავშირებით გაკეთებული გ…

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა და დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა ოპოზიციის განცხადებები გააკრიტიკა და მათ პოპულისტური უწოდა.

მისი თქმით, კრწანისის ტყე-პარკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები უსამართლოა იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხარდაჭერით, „ქართუ“ ფონდი მთაწმინდის ფერდობზე მნიშვნელოვან საქველმოქმედო და ეკოლოგიურ პროექტს ახორციელებს.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს - ბიძინა ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა ქართველი. ასეთი პროექტები სათანადოდ უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცეს“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქში შექმნილ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოწვევები მსოფლიოს არაერთ ქალაქში გვხვდება.

„თბილისი ყველას ქალაქია და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა ხელისუფლების, ოპოზიციისა და თითოეული მოქალაქის საერთო პასუხისმგებლობაა. ამ ფონზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების პოლიტიკური სპეკულაციის საგნად ქცევა და მერისა თუ მთავრობის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება მიუღებელია. სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ რადიკალიზაციისა და დაპირისპირების გზას ირჩევს ნაცვლად იმისა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივ მუშაობას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს