ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

„ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და მას 6 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

„ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და მას 6 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და მას 6 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის განცხადებით, შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სანაიას უკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და მას 6 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის განცხადებით, შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სანაიას უკ…

„ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და მას 6 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის განცხადებით, შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სანაიას უკვე დაკისრებული აქვს ჯარიმა, რომელიც ამ დრომდე გადახდილი არ არის.

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მაია დარსმელიძეც. მას ჯარიმის სახით 2800 ლარის გადახდა დაეკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა მარიამ კერესელიძემ მედიასთან აღნიშნულ საქმეებზე განმარტება გააკეთა.

„მოწინააღმდეგე მხარემ ახსნა, რომ გაბრაზებული იყო ქალბატონი მაია და სწორედ ამიტომ მოხდა მისი მხრიდან შეურაცხყოფის მიყენება და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა იმის დასაბუთება, რომ ქალბატონი ნინო ჯღარკავა ადამიანია და არა ხელოვნური ინტელექტი. ეს რა თქმა უნდა, სცილდება ყოველნაირ სამართლებრივ დასაბუთებას და ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული.

დღეს სასამართლომ განიხილა ვახტანგ სანაიას საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შალვა პაპუაშვილსა და ვლადიმერ ბოჟაძეს. მოცემული საქმე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ბატონი ვახტანგ სანაია თავის პოსტში თითქოსდა ცდილობდა, დისტანცირება მოეხდინა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისაგან და საზოგადოებას მოუწოდებდა, არ გაემეორებინათ. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს იყო ფორმალური დისტანცირება და რეალურად აღნიშნული წარმოადგენდა ირონიულ და მოჩვენებით შეურაცხყოფის ფორმას, რაც სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია ამგვარად - შესაბამისად, გაზიარებული იქნა სასამართლოს მიერ და ბატონი ვახტანგ სანაია დაჯარიმდა 6000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა მარიამ კერესელიძემ მედიასთან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს