ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილი რეზოლუციისთვის უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისთვის

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილი რეზოლუციისთვის უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია იქი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია იქი…

ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ გვაქვს შესაძლებლობა შევხვდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გეოგრაფიულად საქართველოსგან დაშორებით არიან და მათთან არ გვაქვს აქტიური დიპლომატიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფრანკოფონიის სესიაზე, ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილ რეზოლუციაზე, რომლის მხარდაჭერისკენაც მოუწოდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ხმის მიცემისგან თავს იკავებენ.

„ბატონ გიორგი კახიანს ჰქონდა გამოსვლა, სადაც მან ისაუბრა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, ისაუბრა იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც ოკუპაციის გამო ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილ რეზოლუციაზე. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ, ფრანკოფონიის ასამბლეაში, წარმოდგენილი არიან ის ქვეყნები, რომლებიც ხშირად თავს იკავებენ ხოლმე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან. ამიტომ, აქ გაისმა მოწოდება ამ ქვეყნების მიმართ, რომ მათ მომავალში მხარი დაუჭირონ ჩვენს რეზოლუციას.

გვქონდა საუბარი ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ გადადგა სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე და ასევე ეკონომიკურ პროგრესზე, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს.

ამ პლატფორმას საქართველოს პარლამენტი იყენებს არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და ასევე, უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისათვის საქართველოს რეზოლუციისადმი, რომელიც ყოველწლიურად შედის გაეროში,“ - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს