ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი არის ბლეფი

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი არის ბლეფი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი არის წარმოუდგენელი, პარტიის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, და რებრენდინგი მხოლოდ პიარზე გათვლილი ნაბიჯია. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი არის წარმოუდგენელი, პარტიის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, და რებრენდინგი მხოლოდ პიარზე გათვლილი ნაბიჯია. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას…

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი არის წარმოუდგენელი, პარტიის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, და რებრენდინგი მხოლოდ პიარზე გათვლილი ნაბიჯია.

როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია ოპოზიციაში.

„ვინ უნდა გააკეთოს რებრენდინგი? როგორ წარმოგიდგენიათ ამ კონკრეტული დაჯგუფების რებრენდინგი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რაც ცხრა წლის განმავლობაში, 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველ ხალხთან.

ნახეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორია მათი წარსული. როგორ შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, ეს წარმოუდგენელია. ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი და პიარულად შეფუთული ქმედებები, თუმცა რეალობაში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და რით იყო დაკავებული წლების განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნისას.

როდესაც გაქვს იმის პრეტენზია, რომ იყო პოლიტიკაში, წარმოუდგენელია, გქონდეს ის დამოკიდებულება ხალხთან, რა დამოკიდებულებაც მათ ჰქონდათ. დღეს ისინი აჩვენებენ იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როდესაც ოპოზიციაში იმყოფება. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს