ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ლევან ჟორჟოლიანი: იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი, მიმზიდველი საგადასახადო სისტემა

ლევან ჟორჟოლიანი: იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი, მიმზიდველი საგადასახადო სისტემა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებ…

იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება, საქართველოს აქვს საუკეთესო ურთიერთობები სამეზობლოსთან.

„ბიუროკრატია კარგად მუშაობს, ჩვენ ბოლოს ვნახეთ ასევე გარკვეული რეიტინგები ამ მიმართულებით და აქაც საკმაოდ წინ ვართ წასულები. საჯარო მოხელეები ძალიან ეფექტურად მუშაობენ ამ მიმართულებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეკონომიკის სამინისტროს როლი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, ასევე ის რეფორმები, რომლებიც ინვესტიციების მიმართულებით, ინსტიტუციური მათ შორის, რომელიც განხორციელდა. ვიზიტებიდან გამომდინარე შეიძლება მარტივად ითქვას, რომ ჩვენ ცენტრალური აზიის ქვეყნები მთლიანად დავფარეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ჩვენი კავშირი. ასევე, ჩვენ გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები სამეზობლოსთან - ეს არის თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ჩვენ ვასრულებთ, შეიძლება ითქვას, სტრატეგიულ როლს ასევე მათი ვაჭრობის მიმართულებითაც და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად გავაძლიეროთ ეს დაკავშირებადობის მიმართულება. გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ის რეიტინგები, მათ შორის IMF-მა, იცით, რომ გაზარდა ჩვენი საპროგნოზო მონაცემები, ამას, რასაკვირველია, უყურებენ ინვესტორები. ამის საფუძველზე იღებენ ისინი მერე გადაწყვეტილებას, რომ განახორციელონ ინვესტიციები. ასევე, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებსაც თუ შევხედავთ, ამ მიმართულებით, წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს