ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

კახა კალაძე "ალდეზე": ისინი ამ ყველაფერს არ და ვერ გაემიჯნებიან, პირიქით, შეიძლება წაახალისონ კიდეც

კახა კალაძე "ალდეზე": ისინი ამ ყველაფერს არ და ვერ გაემიჯნებიან, პირიქით, შეიძლება წაახალისონ კიდეც
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარე ძალები საქართველოში მიმდინარე პროცესებს მიზანმიმართულად მართავენ და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებენ. მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ისინი საკუთარ დავალებებსა და ძალ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარე ძალები საქართველოში მიმდინარე პროცესებს მიზანმიმართულად მართავენ და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებენ. მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ისინი საკუთარ დავალებებსა და ძალ…

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარე ძალები საქართველოში მიმდინარე პროცესებს მიზანმიმართულად მართავენ და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებენ. მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ისინი საკუთარ დავალებებსა და ძალადობრივ ქმედებებს გაემიჯნებიან.

პოლიტიკური ოჯახის, "ალდეს" დუმილსა და პარტია "ლელოს" წახალისებაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.

"რაც შეეხება ალდეს - მე იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ისინი ვიღაცებს გაემიჯნებიან, კონკრეტულად ამ შემთხვევაში "ლელოს", რადგან როცა ვაკვირდებით ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, როცა ვსაუბრობთ გარე ძალებზე, რა თქმა უნდა, ეს პროცესები გარედან იმართება, გარედან აძლევენ დავალებებს და ჰყავთ თავიანთი პატრონები. ისინი ამ ყველაფერს არ და ვერ გაემიჯნებიან - პირიქით, შეიძლება წაახალისონ კიდეც, როგორც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით ძალადობის კონკრეტულ ფაქტებს, როგორ ახალისებდნენ და პირიქით, ხელშეწყობა და დაფინანსება ხდებოდა ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტული ორგანიზაციების", - განაცხადა კახა კალაძემ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს