ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

მათიკაშვილი: უმძიმესი პროვოკაცია იქნა აღკვეთილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების დროს

მათიკაშვილი: უმძიმესი პროვოკაცია იქნა აღკვეთილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების დროს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევით იქნა დაკავებული კიდევ 1 ეჭვმიტანილი პირი, ვისგანაც გამომდინარეობდა საფრთხე, როგორც ამას საგამოძიებო ორგანო ადგენს და რაც იყო მიმართული სახელმწიფო უსაფრთხოების წინაა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევით იქნა დაკავებული კიდევ 1 ეჭვმიტანილი პირი, ვისგანაც გამომდინარეობდა საფრთხე, როგორც ამას საგამოძიებო ორგანო ადგენს და რაც იყო მიმართული სახელმწიფო უსაფრთხოების წინაა…

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევით იქნა დაკავებული კიდევ 1 ეჭვმიტანილი პირი, ვისგანაც გამომდინარეობდა საფრთხე, როგორც ამას საგამოძიებო ორგანო ადგენს და რაც იყო მიმართული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ" - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა.

"უმძიმესი პროვოკაცია იქნა აღკვეთილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების დროს, მაშინ, როდესაც იყო ნაპოვნი გადამალული იარაღი, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადეები ასე ჩათვლიდნენ საჭიროდ. ვის მიმართ მოხდებოდა იარაღის გამოყენება, ადვილი წარმოსადგენია. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევით იქნა დაკავებული კიდევ 1 ეჭვმიტანილი პირი, ვისგანაც გამომდინარეობდა საფრთხე, როგორც ამას საგამოძიებო ორგანო ადგენს და რაც იყო მიმართული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ. ჩვენ კარგად დავინახეთ რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა, როგორ მოაწყვეს შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როგორ უნდოდათ გადატრიალება მოეწყოთ და ამაში ისინი აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამის საშუალება მიეცემოდათ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს