ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

ეკა სეფაშვილი: პაველ ჰერჩინსკი კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა

ეკა სეფაშვილი: პაველ ჰერჩინსკი კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მიმართ კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით და ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა, – ამის შესახე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მიმართ კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით და ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა, – ამის შესახე…

პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მიმართ კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით და ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ერთი დღითაც არ შენელებულა და ქვეყანა ზედმიწევნით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. სწორედ ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და არა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და, ამავდროულად, ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს. პირველ რიგში, აქ ვგულისხმობ გამჭვირვალობის კანონს და იმ ღირებულებების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიმართულ მცდელობებს, რომლებიც ავსახეთ ოჯახური ღირებულებების კანონში. ეს არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის გამოვლინებაც ვიხილეთ ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის დეკლარაციის სახით“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ვინმე თუ არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და სადმე თუ შეინიშნება დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის ევროკავშირი, რომელმაც 2024 წლის ივნისში შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი.

„სწორედ ეს არის დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი. როგორც ჩანს, ევროკავშირის მესვეურებს არ სურთ, მოისმინონ ოფიციალურ დონეზე გაჟღერებული საქართველოს არგუმენტები, რომელთა უგულებელყოფა მათ არ შეუძლიათ. სწორედ ასეთი არგუმენტები დაუპირისპირა მათ ჩვენმა დელეგაციამ ჰააგაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. სწორედ ჩვენ მიერ გაჟღერებული განცხადებების შედეგი იყო, რომ როდესაც ეს უსამართლო დეკლარაცია მიიღო ჰააგაში საპარლამენტო ასამბლეამ, ჩვენი დელეგაციის თითოეულ წევრთან მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ერთგვარად გვებოდიშებოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან „ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა“. მაგალითად, პირადად მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც და ზოგიერთმა მათგანმა ისიც აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმებოდნენ საქართველოს პოზიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შესწევდათ ძალა, ამის შესახებ ხმამაღლა განეცხადებინათ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან, დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია“.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს