ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

პრემიერი: ეუთო/ოდირთან კონფლიქტი აქვს ადგილობრივ აგენტურას, ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიპ სტეიტის“ მხრიდან

პრემიერი: ეუთო/ოდირთან კონფლიქტი აქვს ადგილობრივ აგენტურას, ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიპ სტეიტის“ მხრიდან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან, ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან, ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ე…

კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან, ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მიერ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება 2028 წლის არჩევნებს, მთავრობის მეთაურის თქმით, მისიების მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საარჩევნო წელს მიიღება.

„არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს და გადაწყვეტილება მისიების მოწვევის თაობაზე მიიღება ხოლმე საარჩევნო წლის დასაწყისში, აქედან გამომდინარე, ყველას გირჩევთ დაველოდოთ 2028 წელს, როცა მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ არავითარი კონფლიქტი არავისთან არ გვაქვს. ეუთო/ოდირმა წინა არჩევნები აღიარა, გამოაცხადა შემდგარად, კონკურენტულად და ამის მიუხედავად სხვები დაუპირისპირდნენ ღიად ეუთო/ოდირს. მათ შორის იყო ადგილობრივი აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ასევე იყვნენ მათი გარე პატრონები. ღიად დაესხნენ თავს ეუთო/ოდირს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან. ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მიერ. თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიპ სტეიტის“ მხრიდან. ეს არის რეალური ვითარება. რაც შეეხება 2028 წელს, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ 2028 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ მისიების მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სწორედ საარჩევნო წელს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს