ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

დავით მათიკაშილი კაია კალასის განცხადებაზე: ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს შეგნებულად ხდება ევრობიუროკრატების მხრიდან ისეთი „მესიჯბოქსის“ გავრცელება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას უწყობს ხელს

დავით მათიკაშილი კაია კალასის განცხადებაზე: ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს შეგნებულად ხდება ევრობიუროკრატების მხრიდან ისეთი „მესიჯბოქსის“ გავრცელება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას უწყობს ხელს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ევრობიუროკრატები შეგნებულად იყენებენ ისეთ „მესიჯბოქსს“, რომელიც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ევრობიუროკრატები შეგნებულად იყენებენ ისეთ „მესიჯბოქსს“, რომელიც…

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ევრობიუროკრატები შეგნებულად იყენებენ ისეთ „მესიჯბოქსს“, რომელიც საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას უწყობს ხელს.

„იქ, სადაც სრულიად სამარცხვინოდ ხაზს უსვამენ, რომ მათ სურთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და არ აქვთ კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, აქ ზუსტად ავლენენ იმ ანტიქართულ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რომელსაც დღეს სამწუხაროდ ევრობიუროკრატია ახორციელებს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს შეგნებულად ხდება ევრობიუროკრატების მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და ისეთი „მესიჯბოქსის“ გავრცელება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას უწყობს ხელს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. განიხილავენ ევროკავშირის სტრატეგიულ მიდგომას შავი ზღვის რეგიონის მიმართ და ამ ფონზე კაია კალასი ევროკავშირის საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. კალასის თქმით, მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ, რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს