ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია - ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი

პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია - ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა…

ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.

მისი თქმით, ქართველ ხალხზე მსგავს თავდასხმებს ყოველთვის ადეკვატურ პასუხს გასცემენ.

„მკაფიოდ უნდა ითქვას ერთი რამ - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იყენებს ფორმულას, რომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა ხელისუფლებას, ეს ადამიანი: 1. არ აღიარებს დემოკრატიას, (შესაბამისად ქალბატონი [კაია] კალასის განცხადება არის ანტიდემოკრატიული) 2. ეს ადამიანი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, რომ ქართველმა ხალხმა თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება; 3. ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი უუნარო ბრბოდ მიაჩნია, რომელსაც იმის უნარიც კი არ აქვს, რომ ხელისუფლება შეარჩიოს და კალასის მეურვეობა სჭირდება. ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა გვატაროს, და ჭკუა გვასწავლოს. ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია და ეს არის დიდი საფრთხე, როდესაც ევროკავშირს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც აქვს ანტიდემოკრატიული აზროვნება. სწორედ ამის გამო არის რომ მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არც ხვდება და მას არც რთავენ საერთაშორისო მნიშვნელობის დიალოგში. ნახეთ, რომ დაგეგმილია ამ უწყების გადაკეთება, ვინაიდან ქალბატონი კალასის დიდი დამსახურებაა, რომ ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს ევროკავშირს. ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. განიხილავენ ევროკავშირის სტრატეგიულ მიდგომას შავი ზღვის რეგიონის მიმართ და ამ ფონზე კაია კალასი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. კალასის თქმით, მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ, რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს