ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი ზარქუა "კასრების საქმეზე" გაკეთებულ კომენტარზე: ბარამიძე, ამ თავის სიშტერით, ეტყობა ახალი კანდიდატი რომ ჰყავთ "მწვალებელთა პარტიას" იმას ეჯიბრება, რომ გადაასწროს

ირაკლი ზარქუა "კასრების საქმეზე" გაკეთებულ კომენტარზე: ბარამიძე, ამ თავის სიშტერით, ეტყობა ახალი კანდიდატი რომ ჰყავთ "მწვალებელთა პარტიას" იმას ეჯიბრება, რომ გადაასწროს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ცინიზმად და სისტემური დანაშაულების გადაფარვის მორიგ მცდელობად აფასებს "ქართული ოცნება" გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში "კასრების საქმეზე" ისაუბრა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ცინიზმად და სისტემური დანაშაულების გადაფარვის მორიგ მცდელობად აფასებს "ქართული ოცნება" გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში "კასრების საქმეზე" ისაუბრა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყო…

ცინიზმად და სისტემური დანაშაულების გადაფარვის მორიგ მცდელობად აფასებს "ქართული ოცნება" გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში "კასრების საქმეზე" ისაუბრა.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ სამალავებში იარაღის შენახვა ქვეყნის თავდაცვის მიზნით ხდებოდა, რათა მტრის შემოსვლის შემთხვევაში პარტიზანულ ფორმირებებს წინააღმდეგობის გაწევა შესძლებოდათ.

მმართველ გუნდში კი ბარამიძეს ახსენებენ, რომ იარაღის პარალელურად, იმავე კასრებში ადამიანების წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც ინახებოდა. უმრავლესობის შეფასებით, ამორალურია საკუთარი მოქალაქეების ტერორისა და შანტაჟისთვის განკუთვნილი მასალების სამშობლოს დაცვის მოტივით გამართლება.

"ბარამიძე, ამ თავის სიშტერით, ეტყობა ახალი კანდიდატი რომ ჰყავთ "მწვალებელთა პარტიას" იმას ეჯიბრება, რომ გადაასწროს. ქალბატონ ჟორჟოლიანს ვგულისხმობ. ის უბედურება, რაც "კასრების საქმეში" იხილა საზოგადოებამ 2013 წელს, იარაღთან ერთად მტრისთვის პორნოგრაფია უნდა ეჩვენებინათ? ის მწამებლობა და უბედურება, რაც ციხეებში ტრიალებდა, ესეც ალბათ პარტიზანებს უნდა ეჩვენებინათ მტრისთვის ხომ?! იარაღი და თან ამ ვიდეო ჩვენებას გაუმართავდნენ ხომ? აი ასეთ სიგიჟეებს, აბსურდებს რომ ლაპარაკობენ, ამიტომაც არის, რომ ის მხარდამჭერები, რომლებიც ჰყავდათ, ისიც კი შეუმცირდათ და 3%-ს თუ ასცდება მათი მხარდაჭერა ესეც, ალბათ, ოჯახის წევრების დახმარებით. ასეთ ბრიყვულ განცხადებებს რომ აკეთებს, ამაში ბარამიძე ჩემპიონია, თუ არ ვცდები, მე მგონი, გადაასწრებს თავისი პარტიის ახალ კანდიდატს", - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს