ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ლევან სანიკიძე კაია კალასის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ ხდება იმის ხაზგასმა, რომ ქართველი ხალხი მუდმივად მიიღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას

ლევან სანიკიძე კაია კალასის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ ხდება იმის ხაზგასმა, რომ ქართველი ხალხი მუდმივად მიიღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას ოპოზიციიდან პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ლევან სანიკიძე გამოეხმაურა. პოლიტიკოსის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას ოპოზიციიდან პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ლევან სანიკიძე გამოეხმაურა. პოლიტიკოსის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდა…

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას ოპოზიციიდან პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ლევან სანიკიძე გამოეხმაურა. პოლიტიკოსის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის ხაზგასმა მისასალმებელია, თუმცა ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგს მთავარ საფრთხეს მოქმედი ხელისუფლება უქმნის.

"მისასალმებელია ის საკითხი, რომ კიდევ ერთხელ ხდება იმის ხაზგასმა, რომ ქართველი ხალხი მუდმივად მიიღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს კონტექსტი ევროპული და, ზოგადად, დასავლური სახელმწიფოების დღის წესრიგში ისევ დგას და მუდმივად იდგება, თუმცა ამის მთავარი ხელისშემშლელი არის "ქართული ოცნება" და "ქართული ოცნების" ხელისუფლება," - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

რაც შეეხება კალასის განცხადებას: "ახლა ჩვენ ასევე გვაქვს სირთულეები, პრობლემები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ რეალურად არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან და ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა საქართველოს ხალხის მხარდაჭერა და ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი".

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს