ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

სადღობელაშვილი კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. "ომის პარტიას" წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მ

სადღობელაშვილი კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. "ომის პარტიას" წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ “ საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ “ საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარ…

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ “ საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს".

მისი თქმით, მთავარი კითხვა ის არის, თუ რომელ "ხალხზე" საუბრობს კაია კალასი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერას ახსენებს, რადგან საქართველოს ხელისუფლების ფორმირება მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია და ამ პროცესში გარე ჩარევის მცდელობა მიუღებელია.

"რა კარგი განცხადება იქნებოდა ქვეტექსტში რომ არ იკითხებოდეს რევანშიზმი! აქ საკითხავი ისაა რომელი “ხალხის” მხარდაჭერა სურს ქბნ კალასს ? იმ ხალხის ვინც არსებული მთავრობა აირჩია თუ მათი ვინც არსებულ მთავრობას წელიწადში ორჯერ (მინიმუმ) აჯანყებას უწყობს?!

ახალი ყაიდის ევროპელებს რომლებიც ე.წ ომის პარტიას წარმოადგენენ ერთი რამე ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა, აქ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვირჩევთ ვის მივანიჭოთ-გადავცეთ მართვის მანდატი! ვის რაში სჭირდება თქვენი არაფრის მომცემი მხარდაჭერა?! ყველაფრით უზრუნველყოფილ საქართველოს გაღატაკების პირას მისული ლიბერასტული ევროპის მხარდაჭერა არაფერში სჭირდება! თქვენ თავს მიხედეთ ჯობია!" - წერს სადღობელაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს