ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

გიორგი გაბუნია ეუთოს რეზოლუციაზე: აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში

გიორგი გაბუნია ეუთოს რეზოლუციაზე: აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის…

აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ ეუთოს რეზოლუციასთან დაკავშირებით.

გიორგი გაბუნიას თქმითვე, ისიც კი იკადრეს, რომ ჯო უილსონის რანგის პოლიტიკოსის მიერ წარმოდგენილი პროექტი მიიღეს.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში. ისიც კი იკადრეს, რომ ჯო უილსონის რანგის პოლიტიკოსის მიერ წარმოდგენილი პროექტი მიიღეს. ჩვენ კარგად ვიცით ჯო უილსონი რა ტიპის პოლიტიკოსია, როგორ განცხადებებს აკეთებდა ის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვეულებრივი ქართველთ მოძულე ადამიანი, რომელსაც ქართულთან, საქართველოს სახელმწიფოსთან არანაირი დადებითი ემოცია არ აკავშირებს. ასეთი ადამიანის მიერ გატანილი რეზოლუცია მიიღეს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ეუთოს, რომელსაც ყოველთვის გარკვეული რეპუტაციული პრობლემები ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს საკუთარ თავს ამ რეზოლუციის მიღებით.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეს ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი, დებულებით გათვალისწინებული მიზანი გახლავთ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოებისათვის საჭირო პირობების შექმნა, ამ მიზნებს ვერ ასრულებს ეს ორგანიზაცია. დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა. ამიტომ, ურჩევნიათ საკუთარი მიზნების განხორციელებას მიხედონ, ვიდრე ქვეყანას, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, დიდი პოლიტიკური ზეწოლის ფასად უჯდება მშვიდობის შენარჩუნება, განვითარების შენარჩუნება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს