ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ლევან მახაშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელის ბიუროკრატები გადაიაზრებენ, რომ მათი პოლიტიკა არის დიალოგის მაგიდის აყირავების პოლიტიკა, რაც არ შეესაბამება მათსავე ინტერესებს

ლევან მახაშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელის ბიუროკრატები გადაიაზრებენ, რომ მათი პოლიტიკა არის დიალოგის მაგიდის აყირავების პოლიტიკა, რაც არ შეესაბამება მათსავე ინტერესებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოსთან დაკავშირებით კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელი საკუთარ პოლიტიკას გადაიაზრებს და მხარეები დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოსთან დაკავშირებით კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელი საკუთარ პოლიტიკას გადაიაზრებს და მხარეები დ…

საქართველოსთან დაკავშირებით კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელი საკუთარ პოლიტიკას გადაიაზრებს და მხარეები დიალოგს დაუბრუნდებიან.

„ნამდვილად დასანანია, რომ საქართველოს მხრიდან გაწვდილ ხელს - სრულიად ჯანსაღ პარტნიორულ დამოკიდებულებას ბრიუსელის მაღალჩინოსნები ამ ტიპის განცხადებებს ახვედრებენ. გავაგრძელებთ ჩვენ პოლიტიკას, ჩვენს სახელმწიფოზე და ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას და იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში, მათ შორის, ბრიუსელის ბიუროკრატები გადაიაზრებენ, რომ მათი პოლიტიკა არის დიალოგის მაგიდის აყირავების პოლიტიკა, რაც არ შეესაბამება მათსავე ინტერესებს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში დავუბრუნდეთ დიალოგის რეჟიმს“, - განაცხადა მახაშვილმა.

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, კაია კალასმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს