ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ლევან მახაშვილი: ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა

ლევან მახაშვილი: ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპ…

ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა კაია კალასის განცხადებას.

კერძოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, საქართველოს მონაწილეობის გარეშე იმსჯელეს. ბრიუსელში შეხვედრის დასრულების შემდეგ, კაია კალასმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან შემუშავდა, უკვე განხორციელების ფაზაშია.

ლევან მახაშვილის თქმით, ასეთი მიდგომა არ შეესაბამება არც თავად ბრიუსელის ინტერესებს, არ შეესაბამება შავი ზღვის არცერთი სახელმწიფოს ინტერესებს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ვიწრო პოლიტიკური პროცესებიდან ნაკარნახევი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ კვლავაც გააგრძელონ საქართველოს ერთგვარი დასჯა იმისთვის, რათა ქვეყანამ გადაწყვიტა სახელმწიფოს გადარჩენა.

კიდევ ერთხელ, საქართველო გააგრძელებს თავის პოლიტიკას იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი პოლიტიკა ემსახურება სახელმწიფოს და ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვას. ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს