ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

ზაალ ანჯაფარიძე: რასაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიისგან ითხოვს, ეს ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებია, რისთვისაც, როგორც ჩანს, არც კალასი და არც მისი კოლეგები მზად არ არიან

ზაალ ანჯაფარიძე: რასაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიისგან ითხოვს, ეს ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებია, რისთვისაც, როგორც ჩანს, არც კალასი და არც მისი კოლეგები მზად არ არიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის, მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი არადიპლომატიური, არაკომპეტენტური და პროვოკაციული ხასიათი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის, მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი არადიპლომატიური, არაკომპეტენტური და პროვოკაციული ხასიათი…

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის, მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი არადიპლომატიური, არაკომპეტენტური და პროვოკაციული ხასიათის იყო.

ანჯაფარიძის თქმით, გაუგებარია, რატომ საუბრობს ევროკომისია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას არ უჭერს მხარს, მაშინ როდესაც, საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი მხარდაჭერა არასოდეს მოუთხოვია.

„არ ვიცი წაიკითხავენ თუ არა ამ ჩემს პოსტს ევროკომისიაში, ან ევროკავშირის დელეგაციაში აქ (ბ-ნი ჰერჩინსკი). არ შემიძლია გვერდი ავუარო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის და მისი მთავარი დიპლომატის კაია კალასის გუშინდელ განცხადებებს საქართველოზე. ეს განცხადებები იყო არადიპლომატიური, არაკომპეტენტური და დიდწილად პროვოკაციულიც კი.

1. „ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობას!“ სად, როდის ითხოვა საქართველოს მთავრობამ ან კაია კალასის, ან მისი რომელიმე კოლეგის ან ევროკომისიის მიზნობრივი მხარდაჭერა?! ვინც ითხოვა, მათ შორის ჩვენმა ერთ-ერთმა მეზობელმა, ეს ვიცით. რასაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიისგან ითხოვს, ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთ ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. რისთვისაც როგორ ჩანს არც კალასი და არც მისი კოლეგები მზად არ არიან. თუ რატომ? ეს ცალკე თემაა...

2. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“ - ეს უკვე მეათასეჯერ, მანტრასავით გამეორებული ნარატივი, ასევე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან რბილად რომ ვთქვა, უბრალოდ რეალობას მოწყვეტილია. კალასი & Co ქართველ ხალხად არ მიიჩნევენ ჩვენს 1,2 მლნ მოქალაქეს, და მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთხელ ნდობის გამოცხადებით, მათ შეცდომა დაუშვეს და შესაბამისად, ეს ხალხი მათთვის უბრალოდ არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს რადიკალურ ოპოზიციასთან შეკრული ხალხი (იკითხე აგენტურა), რომლებსაც უშურველად აყრიან ფულებს აქ „ხავერდოვანი რევოლუციის“ მოსაწყობად. ეს ხომ ირიბი წაქეზებაა რადიკალურ ქმედებებზე

3. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომ იტყვიან „რამსებს კარგავს,“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზოოლოგიური სიძულვილის გამო, თავად შეგიძლიათ შეაფასოთ მისი დიპლომატიური თუ სხვა უნარები. მე თუ მკითხავ, შეფასებასაც არ ექვემდებარება.

4. მაინც ვუსურვებდი ევროპას, რომ შემდგომში გაცილებით უკეთესი პოლიტიკოსებით წარდგეს მსოფლიოს წინაშე“. - წერს ანჯაფარიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს