ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, იმსჯე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, იმსჯე…

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, იმსჯელა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სრულად აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.

ავტორიზაციის პროცესში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში საავტორიზაციო ვიზიტი განახორციელა. შეფასებისას დეტალურად იქნა შესწავლილი აკადემიის ინსტიტუციური საქმიანობა, აკადემიური, ადმინისტრაციული და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე, მათი შესაბამისობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედ სტანდარტებსა და ავტორიზაციის მოთხოვნებთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ, უპირობო ავტორიზაციის მიღების შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში "სახელმწიფო უსაფრთხოების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისთვის განაცხადი წარადგინა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს